პარლამენტთან სხდომის პარალელურად საპროტესტო აქცია გრძელდება.
“დადექი სწორ მხარეს”, “არა რუსულ კანონს” – ყვირიან აქციის მონაწილეები.
ინფორმაციისთვის, ისინი “უცხოური გავლენების აგენტების” შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ. მათ მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი რუსულ კანონზეა დაფუძნებული და საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას ხელს უშლის.