საქართველოს გზებზე არსებული შეზღუდვების შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
“ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ40–კმ225(მუხრანის გადასახვევი-ბაღდათის კვანძი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, _ ვკითხულობთ ინფორმაციაში.