ამ წუთებში [02:30 საათი] “ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თეა წულუკიანის სახლთან აქტივისტები არიან შეკრებილები. მათ სპონტანური აქცია მას შემდეგ გაგეგმეს, რაც 11 აპრილის საღამოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში წულუკიანმა საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს “უაზროდ გაწირული” უწოდა.
ადგილზე მობილიზებულია ათობით პოლიციელი. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, პროტესტი ისე გამოხატონ, რომ მოსახლეობა არ შეაწუხონ.
ადგილზე გამოჩნდა კაცი, რომელიც ამბობდა, რომ წულუკიანის მეზობელია და შეკრებილებისგან აგრესიულად ითხოვდა პასუხს იმის შესახებ, რას აპროტესტებენ ისინი.
წყარო: ბათუმელები