თბილისში დაკარგული ირაკლი ტეფნაძე, რომელსაც ოჯახი 16 თებერვლის შემდეგ ეძებდა გარდაცვლილი ნახეს, _ ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახი ავრცელებს.
“იყავი, ხარ და იქნები! ჩემი მარადიული სიყვარული ხარ!” _ დაწერა სოციალურ ქსელში ირაკლის მეუღლემ, სოფო მუკბანიანმა.
“ტეფნო ეს რა მოხდა, ბიჭო. ბოლოს რომ დამირეკე, ხომ მითხარი, გუგუტ, რომ ჩამოხვალ, ჩავუსხდეთო.
ნეტავ, რა დაგემართა, ძმაო. დაგერეკა და ერთი გეთქვა რამე, ხომ იცოდი, ისე არ დავრჩებოდით და გულთან მივიტანდით შენს გასაჭირს…
შენი სულის დიდება იყოს იმიერ საქართველოში, ძმაო. გენაცვალე კაცურ გულში, _ წერს გარდაცვლილის მეგობარი.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა კაცი სახლიდან 16 თებერვალს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
მას ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.