ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია.
როგორც „გურია ნიუსს“ სახანძრო-სამაშველო სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
„თუ სადმე არის დარჩენილი პატარა კერები, მათი ჩაქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე 30-მდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 150 მეხანძრე-მაშველი იმყოფება“, _ აღნიშნავენ სახანძრო-სამაშველო სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, ხანძარმა 2200-2500 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორია გაანადგურა. ზუსტი ზარალისა და ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ ელიავას ბაზრობაზე ცეცხლი დაახლოებით, 4 საათის წინ მე-4, მე-5 სექტორს გაუჩნდა, შემდეგ კი ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებულ სამსართულიან შენობაზე გავრცელდა.
ამავე თემაზე: