რეჟისორი სანდრო ვახტანგოვი გარდაიცვალა – სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში თინათინ ემირიძე ავრცელებს.
„რა მძიმე დღეა. დრო გაჩერდა. სანდრო ვახტანგოვი ჩემთვის იყო მამასავით. სიტყვებს ვერ ვპოულობ, როგორ გამოვხატო ეს დიდი ტკივილი. მშვიდობით ბატონო სანდრო და ძალიან დიდი ბოდიში რომ ბოლო გზაზე ვერ გაცილებთ. ცხოვრება ძალიან სევდიანია, რადგან მას აქვს დასასრული“.
„ყველას თავისი სანდრო ყავდა. საუკეთესო კოლეგა და მეგობარი. დაუჯერებელია“.
„კარგად მახსოვს, თუ როგორ გამანდო მისი ნატვრა, რომელიც გავაკეთეთ და ჩემთვის სტუდენტური ტელევიზია, სამუდამოდ იქნება სანდროს“,- წერენ რეჟისორის ახლობლები სოცქსელში.