არავითარი ღვთისმშობელი, არც იესო საქართველოში არ დაბადებულა, არც საყოველთაო განკითხვა მოხდება ქართული ენით, არც არავისზე მეტი არ ვართ სასულიერო წოდებით, ცხოვრების წესით და ქრისტიანული ღვაწლით…
ნუ აჩლუნგებთ და აბნელებთ ერს… მადლობა ღმერთს, ახალ თაობას აღარ სჯერა ზღაპრების, მაგრამ უფროსი თაობა გამოერკვეს, ისევ მისთვის აჯობებს, თორემ სიცრუესა და სიბნელეში ცხოვრება უფრო დიდი ცოდვაა, ვოდრე მარხვაში რძიანი ყავის დალევა…
სირცხვილია, განვითარების ნაცვლად, ისევ გამოქვაბულში ვბრუნდებით…
ზოგს მართლა სჯერა, რომ იესო ქართული მითოლოგიის მთავარი ღვთაებაა და ასეთ მწვალებლობას გაურკვეველი წარმომავლობის სასულიერო პირებმაც შეუწყვეს ხელი…
,,რა მინდოდა წვენებში”… _ წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი პეტრე კოლხი.