კაკალი
ყველაზე სასარგებლო წასახემსებელი გახლავთ კაკალი. ვიტამინებისა და ანტიოქსიდანტების გარდა ის მდიდარია თუთიით, რომელიც სტრესის დროს ორგანიზმში იხარჯება.
არჩევანი შეაჩერეთ ქეშიუზე, ბრაზილიურ კაკალზე, ნუშზე ან თხილზე. მნიშვნელოვანია მიიღოთ ახალი და არა შემწვარი, თანაც განსაზღვრული რაოდენობით.
მწარე შოკოლადი
ჯანსაღი კვების მიმდევრებმა შოკოლადი უსამართლოდ შეიტანეს შავ სიაში. რამდენიმე ნაჭერი მწარე შოკოლადი დაგეხმარებათ სტრესის მოხსნასა და განწყობის ამაღლებაში, რადგან მდიდარია ტრიპტოფანით. აქაც მთავარია არ გაგიტაცოთ.
ნიახური
დაჭერით ნიახური და მიირთვით ჩიფსების ნაცვლად. პირველ რიგში, ის ერთ-ერთი ყველაზე დაბალკალორიული ბოსტნეულია. მეორეც – მასში შემცველი ნივთიერება სასარგებლოა ორგანიზმისთვის.
გრეიფრუტი
C ვიტამინით შევსება, რასაც გრეიფრუტი შეიცავს, სწორედ ისაა, რაც სტრესის დაძლევის შემდეგ უნდა გააკეთოთ. მისი მირთმევის შემდეგ ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. მანდარინი, ფორთოხალი და ლიმონი ასევე ფავორიტებს შორისაა.
გვირილის ჩაი
მცენარეული ჩაი, ასევე ოპერატიულად დაგეხმარებათ ნერვული სისტემის დარეგულირებაში. ფიტოექსტრაქტები ნერვულ სისტემაზე ძლიერ ზეგავლენას ახდენენ. ჩაის დალევის რიტუალიც გარკვეული რელაქსაციაა.
































































