ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი იმართება.
“ხადას ხეობაში საზარელი მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს. დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, _ განაცხადეს ბრიფინგზე.
გამოძიების ფარგლებში გარდაცვლილთა ცხედრებს ექსპერტიზა უტარდებათ. ბრალდებულის შერაცხადებლობასთან დაკავშირებითაც შესაბამისი ექსპერტიზა ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი დაღუპული იპოვეს. ისინი 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორაა. დღეს იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.
მათ ორმაგი მოქალაქის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობდნენ.