თელავში, ქმრის მიერ მოკლული ქალი, შვილმა იპოვა. კრიტიკულად მძიმეა შუახნის მამაკაცისს მდგომარეობაც, რომელმაც ცოლს სანადირო თოფიდან რამდენიმე ტყვია დაახალა. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. გარდაცვლილი ქალის მეზობელი აცხადებს, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს გაშორებულები იყვნენ.
„მე მგონი, ბოლო დროს ცოლ-ქმარს საერთოდ არ ჰქონდა ურთიერთობა, როგორც ვიცი, გაცილებულები იყვნენ. მამაკაცი, ალბათ, შვილის სანახავად იყო თბილისიდან ჩამოსული. დაზუსტებით არ ვიცით, რა მოხდა, შელაპარაკება მოხდა თუ რამე მსგავსი. დაახალა იარაღი და მოკლაო ამბობენ“, – განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.
მკვლელობის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. გამოძიება კი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
ცნობისთვის, თელავში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა ჭონქაძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით ქმარმა ცოლი მოკლა, თავად კი დაჭრილია.