ელისეს სასახლემ საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონისა და “ქართული ოცნების” თავმჯდომარის სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადება გაავრცელა.
“პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მისი ინიციატივით “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა.
მაკრონმა დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ასევე პოლიციის ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ. მან მოითხოვა ყველა იმ პირის გათავისუფლება, ვინც თვითნებურად დააკავეს და მოუწოდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემა.
მან კიდევ ერთხელ გამოთქვა სინანული, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპულ ტრაექტორიას და გაიხსენა მისი რწმენა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობაზე აუცილებლად იმოქმედებს ის მიმართულებები, რომლებიც იყო ან იქნება მიღებული.
მან მოუწოდა ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემა”,_ ნათქვამია განცხადებაში.