ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, ქათამი მფრინავი დინოზავრის ყველაზე ახლო მონათესავე ფრინველი ყოფილა.
კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ რუსი და ამერიკელი პალეონტოლოგები. ექსპერიმენტის დროს მეცნიერებმა შეისწავლეს ფრინველის 21 სახეობა. გაირკვა, რომ ქათმის გენები ყველაზე ახლოს არის მფრინავ დინოზავრთან, რომელიც ითვლება ფრინველების წინაპრად.
ყველაზე ნაკლებად ქათმის ქრომოსომებია შეცვლილი, ასევე მეტ-ნაკლებად ინდაურის ქრომოსომებიც ემთხვევა მფრინავი დინოზავრის ქრომოსომას.
პარალელურმა კველევებმა ნიანგის გენებზეც აჩვენა, რომ პირველი წინაპარი დინოზავრების, ნიანგებისა და ფრინველების იყო არხოზავრი, რომელიც 240 მილიონი წლის წინ არსებობდა დედამიწაზე.
ამ ხნის განმავლობაში, ფრინველები მეტად ვითარდებოდნენ, ხოლო ნიანგები შედარებით ნაკლებად.
მკვლევარების ვარაუდით, ეს შედეგები ახალი სიტყვაა ბიონიკაში (ცოცხალი ორგნიზმებისა და აგებულების შესწავლა) და შესაძლებელია სამომავლოდ ბიოლოგიასა და მედიცინაში გარკვეული ცვლილებები შეიტანოს.