https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა პრობლემების მოგვარებას ითხოვენ ახალარჩეული მერისგან ოზურგეთელები

22:08; 5.11.2021
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

30 ოქტომბერს, დილის რვა საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში დაიწყო.

ამ დღეს ოზურგეთელებს მუნიციპალიტეტის მერი უნდა აერჩია, ხოლო ოთხ საარჩევნო უბანში კი _ საკრებულოს წევრი.

“ყველაფერი მშვიდობიანად მიდის”, _ ასეთი კომენტარი გააკეთა დილის საათებში ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბერდია ლომიძემ.

“ქართული ოცნების” წევრის, გიორგი ღურჯუმელიძის თქმით, არჩევნები მშვიდობიან ვითარებაში მიმდინარეობდა და მოქალაქეებმა მშვიდ ვითარებაში გააკეთეს საკუთარი არჩევანი.

დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძეს შტაბში “გურია ნიუსს” უთხრეს, რომ ქალაქ ოზურგეთის 60/01 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი პოზიციის დაფიქსირების შემდეგ დახია.

“ამომრჩეველმა თავისი პოზიციის დაფიქსირების შემდეგ საარჩევნო ბიულეტენს ფოტო გადაუღო, რასაც მოყვა მცირე კამათი. ამომრჩეველს უთხრეს, რომ მას ამის უფლება არ ჰქონდა, რის შემდეგ მან ბიულეტენი დახია”, _ გვითხრეს შტაბში.

შარაშენიძის შტაბში, ასევე, გვითხრეს, რომ ტრადიციულად, როგორც ყველა არჩევნებზე, მობილიზებულები არიან “ქართული ოცნების” კოორდინატორები და ე. წ. “ძველი ბიჭები”.

არჩევნების დღეს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბესო ქათამაძემ “გურია ნიუსთან” საუბრის დროს აღნიშნა, რომ ოზურგეთში საარჩევნო უბნებთან “ქართული ოცნების” კოორდინატორები ჭარბობენ ამომრჩეველს:

“ამ ეტაპზე რაიმე სახის დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. საარჩევნო უბნებზე გამოჩნდა ბეიჯიანი ხალხი საარჩევნო უბნის გარეთ, რაც წინა არჩევნებზე არ ყოფილა. ასევე, ამომრჩეველზე მეტი “ქართული ოცნების” კოორდინატორები არიან”, _ გვითხრა ბესო ქათამაძემ.

რაც შეეხება დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის მხარდამჭერების პოზიციას, ისინი მთელი დღის განმავლობაში აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ საარჩევნო უბნებთან, ღია სივრცეში მიმდინარეობდა ამომრჩევლებისთვის ფულის გადაცემა, აგრეთვე, ზოგი მათგანის დაშინება.

პასუხისმგებლიანი ამომრჩევლები

30 ოქტომბერს ოთხ მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარეობდა არჩევნები. “გურია ნიუსი” დაბა ნარუჯაში და დაბა ლაითურში იმყოფებოდა. აქ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატობის კანდიდატი რაინდი დუმბაძე და “ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატი გია ჩაგანავა იყრიდნენ კენჭს. პირველ ტურში ბარიერი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა.

საარჩევნო პროცესი მშვიდობიან ვითარებაში მიმდინარეობდა. როგორც დანარჩენ საარჩევნო უბნებზე, აქაც შეიმჩნეოდა ავტომობილების და “ქართული ოცნების” კოორდინატორების სიმრავლე.

ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას ვესაუბრეთ და მათი პრობლემებით დავინტერესდით.

“რა პრობლემები? რამ უნდა შემაწუხოს? მე მაინტერესებს და მადარდებს ჩემი ბინა, რომლის სახურავიდან წყალი შემოდის და არავინ არ მაქცევს ყურადღებას. დაბა ნარუჯის მესამე რაიონში ვცხოვრობ. ადამიანებს მეტი ყურადღება რომ უნდა მიაქციოს ხელისუფლებამ, ამაზე ყოველ არჩევნებზე რატომ უნდა ვსაუბრობდეთ?!

მე პოლიტიკაში არ ვერევი. მინდა, რომ ყველა ვცხოვრობდეთ კარგად და რაც შეიძლება მეტი სასარგებლო საქმეები კეთდებოდეს სოფლებში. ერთი ის ვიცი, რომ ყველა სკამისთვის იბრძვის”, _ გვითხრა ქალმა, რომელმაც სახელი და გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა.

“გურია ნიუსთან” პოზიცია დააფიქსირა სტუდენტმა ზურაბ საგინაძემ:

“საქართველოში მცხოვრები ადამიანები უკვე ხვდებიან, რომ ცვლილებების დროა ყველგან. ზუსტადაც ამის გამო ჩამოვედი და ჩემი არჩევანი გავაკეთე.

აუცილებლად მოსაწესრიგებელია შიდა გზები. ასევე, კარგი იქნება სპორტული დარბაზი თუ გაკეთდება”.

დაბა ნარუჯაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მამაკაცმა გვითხრა, რომ დაბაში ყველაზე უფრო აუცილებელი შიდა გზების მოწესრიგებაა:

“ასევე, ადამიანებს სამუშაო არ აქვთ. გვინდა, ისეთი ადამიანი მოვიდეს ხელისუფლებაში, რომელიც ხალხისთვის იქნება. ჩვენთან, ტრადიციულად, არჩევნების შემდეგ, ოპოზიციის და მთავრობის მხარდამჭერები კარგად ვაგრძელებთ ურთიერთობას. ერთი დაბის შვილები ვართ და ეს ასეც უნდა იყოს. ყველა ერთი კანდიდატის მხარდამჭერი ვერ ვიქნებით”, _ გვითხრა მან.

“ლაითურში რა ხდება? სტიქია იყო ერთი წლის წინ აქ და საცხოვრებელ ბინის შენობაზე სახურავი გადაგვიძრო. ეს პრობლემა დღემდე მოუგვარებელია და ვართ ასეთ დღეში”, _ გვითხრა ადგილობრივმა ეთერ შაინიძემ.

ჟუჟუნა სურმანიძე, დაბა ლაითურში მცხოვრები: “40 წლის განმავლობაში ყველა არჩევნებზე ვიყავი და ახლაც მოვედი. გაჭირვებული მუშისთვის არასდროს არ ყოფილა საშველი, მაგრამ ჩვენ მაინც დავდივართ და ჩვენს არჩევანს ვაკეთებთ. ხან გვიმართლებს და ხან _ არა”.

ორივე ქალბატონი ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის დასაქმებაა საჭირო. მათი დიდი ნაწილი თურქეთში გადადიოდა სამუშაოდ, მაგრამ კორონავირუსის გამო, ახლა გაჭირდა გადასვლა.

ნარუჯაში და ლაითურში მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბესო ქათამაძე.

“აქ ახლა  სიწყნარეა და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესები. რეალობაში ეს არ არის არჩევნები _ ადამიანები თავისუფალ ნებას ვერ გამოხატავენ. “ქართული ოცნება” ყველაფერს კადრულობს, მაგრამ მე, პირადად, ხალხის იმედი მაქვს, რომ ისინი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ისეთი საარჩევნო გარემოა, რომ ადამიანებმა სახე დაკარგეს. ბოლო 9 წლის განმავლობაში ეს არის ყველაზე მძიმე არჩევნები, რომელსაც “ქართული ოცნება” ატარებს.

მიდის ადამიანების აქტიური კონტროლი, როგორც ყოველთვის,”ქართული ოცნების” კოორდინატორები საარჩევნო უბნებზე აქტიურად მუშაობენ”, _ გვითხრა ბესო ქათამაძემ.

მეორე ტურის დასრულებიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ დაბა ნარუჯის და დაბა ლაითურის დეპუტატი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი რაინდი დუმბაძე გახდა. არჩევნების დასრულების შემდეგ მან “გურია ნიუსთან” კომენტარი გააკეთა:

“არსებულმა პრობლემებმა და ცუდმა მდგომარეობამ, რაც დაბა ნარუჯაში და დაბა ლაითურში იყო, მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ ჩავრთულიყავი არჩევნებში.

ყველაზე მეტად მოსაგვარებელია ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემები. როდესაც დაიწყებს საკრებულო მუშაობას, აუცილებლად გავაჟღერებ ამ საკითხებს და ლეგიტიმურად ვაპირებ დავიცვა ჩემი ამომრჩევლების უფლებები”, _  გვითხრა რაინდი დუმბაძემ.

არჩევნების ღამე

30 ოქტომბერს, გვიან ღამით ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიასთან გამოჩნდნენ “ქართული ოცნების” წევრები და მათი მერობის უკვე გამარჯვებული კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე. ახალმა მერმა პირველი კომენტარი გააკეთა მედიის წარმომადგენლებთან:

 “მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, კოორდინატორებს, “ქართული ოცნების” გუნდის წევრებს ნდობისთვის. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ახალგაზრდებს ასეთი ჩართულობისთვის. ჩვენ მოვიგეთ დიდი უპირატესობით და შემდეგი 4 წელი იქნება ოზურგეთისთვის აღმშენებლობის და განვითარების წლები”, _ თქვა ავთანდილ თალაკვაძემ.

_  როგორც კონსტანტინე შარაშენიძე ამბობს, ოზურგეთში წინასაარჩევნო გარემო არათანაბარი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა. როგორ ფიქრობთ, ჩატარდა თუ არა არჩევნები თანაბრად კონკურენტულ გარემოში?_ ვკითხეთ ავთანდილ თალაკვაძეს, რაზეც მან გვიპასუხა, რომ შარაშენიძეს და “ნაციონალურ მოძრაობას” ოზურგეთმა უარი უთხრა:

_ ეს არის, ცალსახად სიცრუე. საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ კონსტანტინე შარაშენიძე “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად მთელი ძალით ებღაუჭებოდა მერის სკამს, თუმცა, ოზურგეთმა უარი განუცხადა მათ.

ოზურგეთს სჭირდება განახლება. მომდევნო 4 წელი იქნება განახლებისა და აღმავლობის წლები.

მედიასთან კომენტარის გაკეთების შემდეგ, არჩევნებში მოგებულმა კანდიდატმა და მისმა გუნდმა “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს. შემდეგ კი ე. წ. “თეატრალური მოედანთან” მოხდა შეკრება, სადაც ავთანდილ თალაკვაძემ, არჩილ თალაკვაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების ერთმა ნაწილმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს.

[sexy_author_bio]

ავთანდილ თალაკვაძეთვითმმართველობის არჩევნებიკონსტანტინე შარაშენიძერაინდი დუმბაძე
გაზიარება9Tweet6Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16 სექტემბერი, 2026
მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16 სექტემბერი, 2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16 სექტემბერი, 2026

ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე ჩხაკაურაში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

"მიხეილ სააკაშვილი ფაფებს, ნატურალურ წვენებს ახლაც ღებულობს"

ყველა სიახლე

საზოგადოება

გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია _ ერთად ვიბრძოლოთ გიორგის სიცოცხლისთვის!

22:46; 16.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16.09.2026
მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16.09.2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

18:23; 16.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16.09.2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16.09.2026
ფინანსები

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი 17 სექტემბრისთვის

17:12; 16.09.2026
სამართალი

შსს-მ ქვემო ალვანში 10 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17:07; 16.09.2026
ფინანსები

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა

17:00; 16.09.2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16.09.2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16.09.2026
სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს

14:58; 16.09.2026
ფინანსები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

14:54; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო