ვაშლატამა
მიუხედავად იმისა, რომ ხილის მიღება შუადღის შემდეგ არაა რეკომენდირებული, ვაშლატამას ეს არ ეხება. ვაშლატამას აქვს ბოჭკოს მაღალი კონცენტრაცია, რაც, პირიქით, ხელს უწყობს მეტაბოლიზმის დაჩქარებას და ხელს უშლის ცხიმის დაგროვებას.
სოკო
სოკო არც ისე კალორიულია. თუ მათ ხარშავთ და არ წვავთ დიდი რაოდენობით ზეთში, საკმაოდ დიეტური პროდუქტია.
ჟოლო
საღამოს საათებში კენკრის მირთმევა საზიანო არაა. მათ ცოტა კალორია აქვთ. ჟოლო აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და მწყობრში მოჰყავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი.
სიმინდი
სიმინდი არა მხოლოდ ჯანსაღი, არამედ ძალიან გემრიელი პროდუქტია. უპირატესობა უნდა მიენიჭოს არა დაკონსერვებულ სიმინდს, არამედ მოხარშულს. ის ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ ქოლესტერინს და ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას.
გარგარი
100 გრამი გარგარი შეიცავს მხოლოდ 42 კილოკალორიას. ამიტომ, თავისუფლად შეგიძლიათ საღამოსაც მიირთვათ.
გოგრა
ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. რაც მთავარია, გოგრით არაერთი კერძის მომზადება შეიძლება, იქნება ეს პიურე, კრემ სუპი თუ სალათი.
კომბოსტო
ყველა სახის კომბოსტო მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც მონაწილეობენ ადამიანის ორგანიზმის ყველა მნიშვნელოვან პროცესში. კომბოსტო ასევე დიეტური პროდუქტია. ამიტომ, იდეალურია ვახშმისთვის.
კივი
კივი შეუცვლელი პროდუქტია მათთვის, ვისაც წონის დაკლება სურს. კივი ეხმარება ორგანიზმს ცხიმის დაწვაში და დაშლაში, ამსუბუქებს კუჭში სიმძიმეს და ახდენს წყალ-მარილიანი ბალანსის ნორმალიზებას.
ნიახური
ნიახური ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კალორიური საკვებია.
ჭარხალი
ჭარხალი შეუცვლელი საკვების კატეგორიას მიეკუთვნება. ის ხელს უწყობს ცხიმების მეტაბოლიზმის მოწესრიგებას, რითაც ხელს უშლის ჭარბწონიანობას.
ავტორი