„მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა პროექტი “Log in Georgia”. პროექტი, რომელიც „ოუფენ ნეტის“ მიერ ხორციელდება, ჩვენს რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ნებისმიერი ოპერატორისთვის თავისუფალი, მე ვიტყოდი, არადისკრიმინაციული პირობებით მომსახურების მიწოდებას. ამდენად, ეს არის შესაძლებლობა კერძო სექტორისთვისაც, განავითარონ საკუთარი ბიზნესი.
მიხარია, განსაკუთრებით, რომ დღეს ამ მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ სწორედ ბახვის საჯარო სკოლიდან, სადაც დღეიდან ინტერნეტი სრულად ხელმისაწვდომია. ეს არის სკოლა, რომლის რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ დასრულდა და სრულად აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით, შეიქმნა სრულფასოვანი სწავლის, სპორტული აქტივობის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ყველა პირობა“, – განაცხადა პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.