დღეს, ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის შენობის ფანჯრებიდან პლაკატები არის გამოფენილი.
როგორც „გურია ნიუსს“ სკოლის რამდენიმე პედაგოგმა სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა, განათლების სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კვლავ აპროტესტებენ. როგორც ცნობილია, განათლების სამინისტრომ დირექტორების კონკურსში მოქმედი დირექტორის, ტარიელ კალანდაძის კანდიდატურა ჩახსნა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ ეტაპზე დაიწერა წერილი განათლების მინისტრის სახელზე და მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება.
წერილს ხელს აწერენ პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები.
ავტორი






























































