ხვალ, 14 თებერვალს (ვალენტინობას), ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომის გამართვის შესახებ იმსჯელებენ და დღის წესრიგს დაამტკიცებენ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნათია ზედგინიძის ინფორმაციით, რიგგარეშე საკრებულოზე 35 საკითხი იქნება გატანალი. დღის წესრიგით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ოზურგეთის მერიის სამსახურების, საკრებულოს კომისიების და ა(ა)იპ-ების მოსმენას იწყებს.
ამის გამო ხვალისთვის ბიუროს სხდომა არის ჩანიშნული.