წყლის შემდეგ ყველაზე პოპულარულ სასმელს, ჩაის, კლიმატის ცვლილების გამო საფრთხე ემუქრება. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
კვლევის მიხედვით, აზიის ზოგიერთ ნაწილში, გვალვების გამო, მოსალოდნელია, ჩაის ხარისხის 55%-ით გაუარესება.
როგორც ცნობილია, გვალვის გარდა, ჩაის პლანტაციებში პესტიციდებისა და ქიმიური სასუქების ინტენსიური გამოყენების შედეგად წელიწადში ნიადაგის საშუალოდ 2.8% დეგრადირდება, რამაც, შესაძლებელია, ადამიანის ჯანმრთელობას პრობლემები შეუქმნას.
მაუწყებლის ინფორმაციით, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში ჩაის გენომის ჩამოყალიბებაზე მუშაობენ, რის შედეგადაც, შესაძლებელი იქნება არსებული ჩაის სახეობების დახმარება და ახალი ჯიშის განვითარება.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩაის გარდა კლიმატის ცვლილებების გამო, საფრთხე ასევე ემუქრება ხორბალს, სიმინდს და ბრინჯს.