ბავშვებს უყვართ თავის საყვარელ გმირებად წარმოდგენა, რაც ავითარებს ფანტაზიის უნარს. თუ შვილებს საყვარელი მულტფილმის პერსონაჟის კოსტიუმს უყიდით, ისინი თქვენდამი წარმოუდგენლად მადლიერნი იქნებიან.
თითქმის ყველა ბავშვს უყვარს ცხოველები. პიროვნების ჩამოყალიბებაზე ცხოველებთან ურთიერთობა დადებით გავლენას ახდენს. ბავშვები ცხოველებთან ურთიერთობით ცოცხალი არსებების სიყვარულს სწავლობენ, თუმცა, სამწუხაროდ, ყველა ვერ ახერხებს შინაური ცხოველების ყოლას სხვადასხვა მიზეზის გამო. ამ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ ცხოველების სათამაშოებით ჩაუნერგოთ შვილებს ცოცხალი არსებებისადმი სიყვარული და ასწავლოთ მზრუნველობა.
სამაგიდო თამაშებით ბავშვები სწავლობენ ურთიერთობას, შეთანხმებას, იხსნებიან და ხდებიან უფრო კონტაქტურები.
არ არსებობს ბავშვი, რომელიც ვერ გიპასუხებთ, როცა ჰკითხავთ, თუ რა პროფესიის უნდა გახდეს, როცა გაიზრდება. პროფესიული სათამაშოები ავითარებს შრომისუნარიანობასა და მიზანდასახულობას.
ბავშვებს ასევე უყვართ მიმბაძველობითი თამაშები. ხშირ შემთხვევაში, გოგონები დედას ბაძავენ, ბიჭები კი – მამას. როცა ბავშვი ხედავს, როგორ ართმევენ თავს მშობლები საოჯახო საქმეს, მათ უჩნდებათ იდეა, ითამაშონ “მზარეულობანა”, “დედაშვილობანა”, “დიასახლისობანა” და სხვ.
მონოპოლი ყველასთვის საყვარელი, სახალისო და ამავდროულად, სააზროვნო თამაშია. ბავშვი ამ თამაშის დამსახურებით სწავლობს პრაგმატულად აზროვნებას.