ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ტირილის საშუალებით ადამიანები იცლებიან უარყოფითი ენერგიისგან და ზოგჯერ ჩვენი ცრემლები ყველაზე რთული სიტუაციების დაძლევაში გვეხმარება. მას შეიძლება სიცილზე უკეთესი ეფექტიც კი ჰქონდეს.
მთავარია გაანალიზოთ, რომ ცრემლები არ არის სისუსტის ნიშანი, ეს შესაძლებლობაა ნეგატივისგან დაცლის. ეს თქვენს ემოციებზე მეტყველებს. ჩვენ არ ვართ რობოტები, ადამიანები ვართ და ბუნებრივია, რომ გვაქვს ემოციები.
ჩვენი ცრემლები აჩვენებენ ჩვენს ემოციებს, იმას, რომ რაღაც გვაწუხებს, გვტკივა, რაიმეზე ვდარდობთ, ან რაღაც ძალიან გვიხარია, რომ ჩვენ ადამიანები ვართ.
შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ცრემლები დადებით გავლენას ახდენს როგორც ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ტირილს შეუძლია თავი უკეთ გაგრძნობინოთ, გაგათავისუფლოთ სტრესისგან, მოწყენილობისგან, სიბრაზისგან და ტკივილისგან. ის ადამიანის ჭრილობების მკურნალია.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა სხვადასხვა კვლევების შედეგად დაადასტურეს ცრემლების დადებითი გავლენა ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც. პირველ რიგში, ცრემლები სასარგებლოა თვალების სიჯანსაღისთვის. ის წმენდს თვალებს მტვრისგან, იცავს ინფექციებისგან. ცრემლები ასევე ამცირებენ ორგანიზმში სტრესის ჰორმონებისა და ტოქსინების დონეს. უმჯობესდება მხედველობა.
ტირილი ამშვიდებს და რამდენიმე წუთის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ სამყარო არც ისეთი საშინელია, როგორიც ტირილამდე გეგონათ. ცრემლები ემოციების რეგულირებაში გეხმარებათ.
ახალი კვლევის თანახმად ტირილი ააქტიურებს ენდორფინებს, ბედნიერების ჰორმონებს და ადამიანში ახშობს აგრესიას.
ავტორი