BBC- ის ინფორმაციით, ამერიკელი ოფიციალური პირების მიერ წარმოდგენილი ახალი წინადადების თანახმად, ათობით ქვეყნიდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, ტურისტებს შესაძლოა მოსთხოვონ ხუთწლიანი სოციალური მედიის ისტორიის წარდგენა შეერთებულ შტატებში შესვლის პირობად.
ახალი პირობა გავლენას მოახდენს ათობით ქვეყნის იმ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ აშშ-ში 90 დღით ვიზის გარეშე ყოფნის უფლება, იმ პირობით, რომ მათ შეავსეს მოგზაურობის ავტორიზაციის ელექტრონული სისტემის (ESTA) ფორმა.
ანალიტიკოსების თქმით, ახალმა გეგმამ შესაძლოა დაბრკოლება შეუქმნას პოტენციურ ვიზიტორებს ან ზიანი მიაყენოს მათ ციფრულ უფლებებს.































































