მისი თქმით, რუსული ფქვილი მცირედით გაძვირებულია, თუმცა ქართული ფქვილის ფასი 51 ლარზე ნარჩუნდება. ასევე არის, გარკვეული წინადადებები ყაზახეთიდან ფქვილის იმპორტის შესაძლებლობაზე.
„ფქვილის ფასები ჯერჯერობით იმ ფარგლებშია, რომელიც წლის განმავლობაში იყო. იცით, რომ დიდი რაოდენობით შემოდის რუსეთიდან. ასევე კარგი მოსავალი იყო ყაზახეთში, რომლის მთავრობაც, როგორც ვიცი, მიმართა საქართველოს მთავრობას. ყაზახეთს ფქვილი პაკისტანში გაჰქონდა ხოლმე დიდი რაოდენობით და ახლა პაკისტანში რუსეთმა შეიტანა, წაართვა ბაზარი. ამიტომ არის ჩვენთან შემოტანაზე გარკვეული წინადადებები. თუ გაუკეთებენ გზას, მაშინ ყაზახური ფქვილი შემოვა და სხვათა შორის, მშრალი ხორბალი აქვთ და ცხობისთვის კარგი თვისებები აქვს ფქვილს. ამასთანავე, რუსულ ფქვილს ეტყობა გაძვირება 1-2 ლარით. მაგრამ ეს პურის ფასზე ჯერ არ ასახულა.