საქართველოში საპარლამენტო უბნების დახურვამდე ცოტა დრო რჩება.
ცესკოს განცხადებით, ამომრჩევლებს, რომლებიც საარჩევნო უბანთან ხმის მისაცემად რიგში იმყოფებიან ხმის მიცემა 8 საათის შემდეგაც შეეძლებათ.
„კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ამომრჩეველი იმყოფება რიგში, 8 საათზე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე გამოდის, იწერს ბოლო ამომრჩევლის მონაცემებს და ბოლო ამომრჩევლებს, რომლებიც დგანან რიგში, 8 საათის შემდეგაც აქვთ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. შესაბამისად, აღნიშული ამომრჩევლები, რომლებიც იქნებიან რიგში 8 საათისთვის, საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას განახორციელებენ” – განაცხადეს ცესკოში.