ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი, რომელიც საკრებულოში განსახილველად 15 ნოემბერს შევიდა, დარგობრივ კომისიებსა და ფრაქციებში განხილვის შემდეგ მერიას შენიშვნებით უკან დაუბრუნდა.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2021 წლისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 11 850 04 ლარით განისაზღვრა, რომელშიც მთავარ პრიორიტეტებად -ინფრასტრუქტურის განვითარება; დასუფთავება და გარემოს დაცვა; განათლება; კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯებია წარმოჩენილი.
საკრებულო მიიჩნევს, რომ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი შენიშვნები:
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო ოთახების სარემონტო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენი თანხები.
ქალთა საფეხბურთო კლუბისთვის ბიუჯეტის გაზრდა შესაძლებლობის ფარგლებში.
ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნას ერთი ერთეული გარე განათების კალათის შესაძენი თანხა.
სოციალურ პროგრამებისთვის 50 000 ლარის დამატება ,, კოვიდ 19’’ წინააღმდეგ გასახორციელებელი ღონისძიებებისა და სხვადასხვა საჭიროებიდან გამომდინარე.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის ხარჯების გაზრდა 50 000 ლარით.
„გამარჯვებულ ქალთა კლუბისათვის“ 5000 ლარის დამატება.
„წითელი ჯვრის“ ორგანიზაციისათვის საოფისე ფართის მოწესრიგება.
კანონმდებლობის შესაბამისად, უკვე ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი მერიამ საკრებულოში 10 დეკემბრამდე უნდა წარადგინოს.