ყავა უგემრიელესი სასმელია. მას ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია ორგანიზმისთვის.
ახალი კი ის არის, რომ ყავა ცელულიტის წინააღმდეგ ბრძოლაშიც გვეხმარება. ყავის მარცვლები მდიდარია იმ ვიტამინებით, რომლებიც კანისთვის აუცილებელია და მედგრად უმკლავდებიან ცხიმგროვას.
ის ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს. ამასთანავე, ენერგიის წყაროა და ორგანიზმს ტოქსინებისგან წმენდს, აუმჯობესებს გულისა და ღვიძლის მუშაობას, გვაშორებს ასთმას.
მთავარი ის არის, რომ ყავა უშაქროდ და ნაღების გარეშე უნდა მივიღოთ. ყავის ელემენტები წარმატებით გამოიყენება სილამაზის სალონებში, მასაჟის და ნიღბების სახით.