მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 15 მარტიდან ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების კიდევ ერთი ნაწილი შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე 24 თებერვალს გახდა ცნობილი.
კერძოდ, მუშაობის განახლებას შეძლებენ:
თეატრები; სპორტული კლუბებისა და პროფესიული ანსამბლების წევრები რეპეტიციებსა და ვარჯის დაიწყებენ; გაიხსნება სპორტული დარბაზები; სასკოლო წრეები აღადგენენ მუშაობას; უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში აღდგება.
მიუხედავად შეზღუდვების რამდენიმეეტაპად შემსუბუქებისა ძალაში რჩება კომენდანტის საათი – ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე აკრძალულია.
გარდა ამისა, 1-ლი აპრილიდან:თეატრალურ წარმოდგენებზე და სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლის დასწრება იქნება შესაძლებელი.