მსოფლიო ახალი კოვიდტალღის მოლოდინშია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა კორონავორუსის ახალი შტამის XBB-ს შესახებ ბევრი არაფერი იციან, ინგლისში ინფიცირების შემთხვევები 11%-იდან ერთ კვირაში 75%-ამდე გაიზარდა. ახალი შტამი დაფიქსირდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.
„ვირუსები, როგორც წესი, მუტაციას განიცდიან, რომ გახდნენ უფრო გადამდები და ნაკლებად მძიმე; როგორც ჩანს, ეს ხდება კოროვირუსის ამ შტამთან ერთად“, – განუცხადა HuffPost-ს ექიმმა ჰენრი რედელმა, ნიუ-ბრუნსვიკში, ნიუ ჯერსიში, წმინდა პეტრეს საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ინფექციური დაავადების ხელმძღვანელმა.
XBB-ს შესახებ შეზღუდული მონაცემებია, მაგრამ ექსპერტები ეჭვობენ, რომ XBB ინფექციებთან დაკავშირებული სიმპტომები მსგავსი იქნება იმ სიმპტომების, რაც ადამიანებს აქვთ COVID-ით გადატანილი 2022 წელს.
მტკიცებულებამ აჩვენა, რომ სიმპტომების პროფილი ოდნავ შეიცვალა თითოეულ ვარიანტში. მაგალითად, Omicron იწვევდა გაციების მსგავს სიმპტომებს (როგორიცაა დაღლილობა, სურდო, ცემინება და კუნთების ტკივილი), მაშინ როცა დელტა და ალფა უფრო ხშირად იწვევდნენ ანოსმიას (სუნის დაკარგვას) და აგუზიას (გემოვნების დაკარგვას).
“XBB-ს, ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ ადამიანებისთვის უფრო მტკივნეულია და კვლავ განიცდიან თავის ტკივილს,” – განუცხადა HuffPost-ს ექიმმა ჯული პარსონეტმა, Stanford Health Care-ის ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტმა.
ასევე შეიძლება ჰქონდეს სხვა ჩვეული სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, შემცივნება, ხველა და ყელის ტკივილი.