ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრმა კორონავირუსზე ნამკურნალებ პაციენტებში ვირუსის სხვადასხვა სიმპტომის სიხშირე დაასახელა:
„ცხელება – 84%
ზოგადი სისუსტე – 39%
ყელის ტკივილი – 36%
ხველა – 34%
ყნოსვის დაკარგვა / გემოს ცვლილება – 33%
კუნთების ტკივილი (განსაკუთრებით ბეჭის და წელის მიდამოში)–20%
თავის ტკივილი – 17%
სუნთქვის გაძნელება – 13%
სახსრების ტკივილი – 13%
ზეწოლა/ტკივილი გულმკერდის არეში- 10%
სურდო – 9%
დიარეა – 8%
თავბრუსხვევა – 7%
მუცლის ტკივილი – 5%
გაბრუება/ცნობიერების დაბინდვა – 3%
აგზნებადობა/გაფანტულობა – 3%
ციანოზი – 2 %
უსიმპტომო – 2%
გამონაყარი – 0 %
ჩამოთვლილი სიმპტომებიდან პრაქტიკულად არცერთი არ არის პათოგნომური რომელიმე ერთი დაავადებისათვის, მათ შორის COVID-19-ისთვის. ამიტომ დიაგნოზის დადასტურება ყველა შემთხვევაში უნდა მოხდეს ლაბორატორიული გამოკვლევით. ჩვენი აზრით ჩამოთვლილი სიმპტომებიდან საყურადღებოა ყნოსვის დაკარგვა და გემოს ცვლილება, რომლებიც შედარებით იშვიათია სხვა რესპირაციული ინფექციების დროს, ხოლო COVID-19-ით ავადმყოფებში ისინი გხვდება დაახლოებით შემთხვევათა მესამედში და ძირითადად ადრეულ სტადიაზე”,_ ნათქვამია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.