შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სასწავლო დაწესებულების სამძიმრის ტექსტში ვკითხულობთ, მესამე კურსის სტუდენტი ტრაგიკულად დაიღუპა. გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
,,შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საჯარო ადმინისტრირების და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტის, ლიკა ოკიჯანოვის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, მეგობრებს, კურსელებსა და ლექტორებს. IBSU-ს სტუდენტებმა ლიკას ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და მის სახელზე სანთლები დაანთეს”, – წერს უნივერსიტეტი.