18 იანვრიდან კომპანია „მაგთიკომის“ აბონენტები მობილური ინტერნეტის გაძვირებული ტარიფით ისარგებლებენ.
როგორც „გურია ნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს, ტარიფის ფასში მნიშვნელოვან ზრდაზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ.
„მობილური ინტერნეტის ტარიფის ზრდას გიდასტურებთ, მაგრამ მიზეზს ვერ გეტყვით. კომპანია აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს“,_გაგვივცხადეს „მაგთიკომში“.
როგორც ცნობილია, თითოეულ პაკეტზე ფასი 2-5 ლარით მოიმატებს:
500 მბ მობილური ინტერნეტის ღირებულება 5 ლარი გახდება (ძველი ფასი 3 ლ.);
1 000 მბ – 7 ლარი (ძველი ფასი 5ლ);
2 000 მბ – 12 ლარი (ძველი ფასი 7ლ);
4 000 მბ – 14 ლარი (ძველი ფასი 10ლ);
6 000 მბ – 18 ლარი (ძველი ფასი 15ლ);
15 000 მბ – 35 ლარი (ძველი ფასი 30ლ);
ულიმიტო – 150 ლარი.