ახალმიღებულ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შედის.
როგორც ცნობილია, პარლამენტში ინიცირებული ცვლილებები საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლებს ეხება.
აღნიშნული ცვლილებების თანახმად, “საარჩევნო კოდექსში” ჩაიწერება, რომ საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე – 18 წლის ასაკიდან. პროექტით ასევე განისაზღვრება საერთაშორისო დამკვირვებლების თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციის პროცედურები.
გარდა ამისა, ცვლილებები ითვალისწინებს, საარჩევნო კომისიის სხდომაზე პირის მიერ სხდომის ფოტოვიდეოგადაღებისა და აუდიო-მონიტორინგის წესი ცესკოს დადგენილებით განსაზღვას.
“საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების ინიციატორები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი დეპუტატები არიან.
ცნობისთვის, პარლამენტმა 2025 წლის დეკემბერში, “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ახალი რედაქციის “საარჩევნო კოდექსი“ მიიღო. ახალი საარჩევნო კოდექსით არჩევნებთან დაკავშირებული მთელი რიგი წესები შეიცვალა და ახლებურად დარეგულირდა.




































































