პირველი კვირა
უკვე პირველ კვირას მადა საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ. თუ ადრე საჭმლის ნაცვლად 1 ჭიქა ლუდს სვამდით, ახლა უპირატესობას მიანიჭებთ რაიმე ნოყიერს, როგორც წესი, ტკბილს.
მალე შეამჩნევთ, როგორ გაუმჯობესდება თქვენი ძილის ხარისხი. მართალია, პირველ დღეებში გაგიჭირდებათ. მათ, ვინც მიჩვეულია დაძინებას „შხაპის მიღებით“, შეაწუხებს თავის ტკივილი, უძილობა და შფოთვა. ასე ორგანიზმი ცვლილებებზე რეაგირებს.
მეორე კვირა
მეორე კვირიდან დაიწყება ღვიძლის ნელი წმენდა, რადგან, მოგეხსენებათ, რომ ალკოჰოლის მიღებისას ღვიძლის უჯრედები თანდათან ნადგურდება, ზედაპირზე წარმოიქმნება ერთგვარი ნაწიბურები. საბედნიეროდ, ამ ორგანოს აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ პროცესს დიდი დრო სჭირდება.
უფრო ზუსტად, აღდგენის პერიოდის ხანგრძლივობა პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხანს და ხშირად სვამდა ადამიანი მანამდე. თუ ალკოჰოლით დიდად გატაცებული არ იყო, გაწმენდა სწრაფად მოხდება.
მესამე კვირა
მესამე კვირას ჯანმრთელობის გაუმჯობესების გარეგნულ ნიშნებს შეამჩნევთ. თვალების ქვეშ მუქი წრეები გაქრება, სახეზე სისხლჩაქცევები და შეშუპება გაქრება, კბილები უფრო ღია გახდება.
სხვათა შორის, კბილებზე. ალკოჰოლზე 20 დღიანი თავშეკავების შემდეგ კბილის მინანქარი გაცილებით გაძლიერდება ნერწყვის გამოყოფის დარეგულირების გამო.
მეოთხე კვირა
მეოთხე კვირას ყველაზე სასიამოვნო რამ მოხდება, წონა შემცირდება. ამ ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 4-6 კგ-ს დაკლება შეიძლება.
ასევე დარეგულირდება არტერიული წნევა, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ჰიპერტონიის განვითარების რისკს შეაფერხებს.

































































