ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადების პროცესი სრულდება.
გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ახსენებს, რა უნდა იქონიონ და რა არა თან გამოცდაზე.
“პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და საგამოცდო ბარათი.
სურვილის შემთხვევაში:
წყალი პლასტმასის ბოთლით;
საწერი კალამი შესაბამისი პარამეტრებით (გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით);
პირბადე.
გამოცდაზე არ შეიძლება მობილური ტელეფონისა და ნებისმიერი ელექტრონული ხელსაწყოს, მათ შორის გამორთულ მდგომარეობაში შეტანა”.
ცენტრის ინფორმაციით, დამატებითი ნივთების დატოვება შესაძლებელი იქნება ნივთების შესანახ სივრცეში.
შეგახსენებთ, რომ საგამოცდო პროცესი 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved