ანტიასაკი
A ვიტამინის ნაკლებობა კანის სიმშრალეს იწვევს. სახის კანი იქერცლება და ნაოჭებიც შესამჩნევია. თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ჰამბურგერი, მაგრამ ჯანმრთელობა ნუ დაგავიწყდებათ. „მაკდონალდსიდან“ დაახლოებით 2 სთ-ის შემდეგ, კომბოსტოს სალათი და ისპანახი მიირთვით.
ციტრუსები დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს, რაც შესანიშნავად კვებავს კანსაც და ნაოჭების რაოდენობას ამცირებს. დღეში ერთი ფორთოხალი ან გრეიფრუტიც საკმარისია.
შეშუპება
მწვანე ჩაი! ის მოქმედებს, როგორც შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება და ათანაბრებს სახის ფერს. თქვენ შეამჩნევთ შედეგს დღეში 2 ჭიქის შემდეგ.
გლუვი კანი
კვერცხი – მდიდარია ცილებით. კვირაში სამჯერ, დღე ერბოკვერცხით, ან მოხარშული კვერცხით დაიწყეთ. შეგიძლიათ დაუმატოთ ნიორი და მწვანილი, ეფექტის გასაძლიერებლად.
დაცვა მზისგან
ცოტამ თუ იცის, რომ პომიდორი ეხმარება ორგანიზმს, მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან. ცოცხალი პომიდორი, ან რამდენიმე კოვზი ტომატის პასტა – და არავითარი ნაადრევი კანის დაბერება.
იმუნიტეტი
ანტიოქსიდანტი შავ მოცვში აახალგაზრდავებს კანს, იცავს მას და ამაღლებს იმუნიტეტს. დაუმატეთ ისინი სალათში, ფაფაში ან იოგურტში.
კანის სირბილე და აღდგენა
კიბორჩხალები და ხამანწკები ცინკითაა მდიდარი. ის ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას და უჯრედების რეგენერაციას.
































































