ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვაკიჯვარსა და გომში ხანძრის ქრობითი სამუშაოები ისევ მიმდინარეობს.
გურიის გუბერნიის პრესსამსახურის მიერ ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ვაკიჯვარში ცეცხლის ღია კერა ამ ეტაპზე აღარ არის, დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი წერტილი, სადაც ცოცხალი ძალა ინდივიდუალური აღჭურვილობით აწარმოებს ჩაქრობით სამუშაოებს, ცოცხალი ძალა რომელიც გამოთავისუფლდა გადაყვანილია სოფელ გომში, სადაც ამ დროისთვის 80 – მდე მეხანძრე მაშველი მუშაობს, ასევე აგრძელებს მუშაობას სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.