ქობულეთში წყლის დონემ საგრძნობლად დაიწია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქობულეთში საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 40 შეტყობინება შევიდა.
შეგახსენებთ, რომ ძლიერმა წვიმამ ქობულეთსა და ბათუმში საცხოვრებელი სახლების 1-ლი სართულები, ეზოები და გზები დატბორა.
ამავე თემაზე:
ძლიერმა წვიმამ აჭარაში საცხოვრებელი სახლების 1-ლი სართულები დატბორა (ვიდეო)
უამინდობა დასავლეთ საქართველოში _ რა ხდება ამ წუთებში ქობულეთი-ბათუმის გზაზე (ვიდეო)