როგორ მცხვენია დღევანდელი მზიანი დღის მე რომ გამითენდა. ღმერთო, სად წავიდე? სად დავიმალო?
რა ვქნა? ვინ ვანუგეშო? რომელი ერთი გავამხნევო ანდა რა ვუთხრა. რა ვუთხრა დედიკოს, მამიკოს? ბაბუებს და ბებიებს? რა ვუთხრა ბიძიებს თვალებით რომ შველას ითხოვენ. ბაჩო, ჩემო ბრჭყვიალა და ბრდღვიალა დემე. რა ვუთხრა კახის?
კახის რა ვუთხრა, ბიჭებო? ეხლაც რომ გელოდება დემე ცეკვაზე ვაგვიანებთო. როგორ ავუსხნა სალიტას, რომ მას საოცრად საყვარელი მემე და ბაჩი აღარ ყავს?
რომ შეიძლებოდეს სიცოცხლის ჩუქება, უპირობოდ გაჩუქებდით ჩემს სიცოცხლეს, ჩემო პატარებო.
ღმერთო, მძულს ჩემი თავი, ასეთი უსუსური არასდროს ვყოფილვარ…. ასეთი უუნარო….
მეტი არაფერი დამრჩენია, ვილოცებ თქვენთვის და ვატარებ ამ საოცრად, საოცრად მძიმე ტვირთს იმ იმედით, რომ ანგელოზები თავიანთ ბუდეში გაფრინდნენ. _ წერს სოციალურ ქსელში დაღუპული ბიჭების ახლობელი.
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა ხელვაჩაურში მოხდა. მახოს ხიდთან მომხდარ ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა – გარდაიცვალა 3 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანია.
არსებული ინფორმაციით, სულ ავტომობილში 9 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 6 დაშავებული სხვადასხვა კლინიკაში გადის მკურნალობას, ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ოჯახის წევრები ისხდნენ, მახოს ხიდიდან გადავარდა. – ინფორმაცია აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა.