ჩოხატაურში ძლიერი ქარისგან გამოწვეულ სტიქიას ებრძვიან. ჩოხატაურში არსებული მდგომარეობის შესახებ მერს, დავით შარაშიძეს ვესაუბრეთ.
“რამდენიმე ხე წაიქცა ჩოხატაურის ცენტრალურ ქუჩაზე. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და კომუნალური სამსახურის თანამშრომლები. მალე აღდგება გზაზე მოძრაობა.
გარდა ამისა, ქარმა შუა ამაღლებაში რამდენიმე ადგილზე გადახადა ფანჩატურს სახურავი. სხვა მნიშვნელოვანი დაზიანებები ქარს მუნიციპალიტეტისთვის არ მიუყენებია”,_ განაცხადა დავით შარაშიძემ.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, გურიაში ძლიერი ქარი დღეს, დღის განმავლობაშიც იქროლებს.