ამერიკელმა იმუნოლოგმა ფაუჩიმ დაასახელა 8 ნაბიჯი, რაც ადამიანებმა კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტისგან თავდასაცავად უნდა იმოქმედონ.
ფაუჩის თქმით, აუციელებელია კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება, თუ უკვე აცრილი ხართ, მესამე დოზა უნდა გაიკეთოთ, ატარეთ პირბადე, მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, შეიკრიბეთ ღია ცის ქვეშ, როცა ეს შესაძლებელია, დაიცავით სოციალური დისტანცია, გაიკეთეთ ტესტი, მოერიდეთ სხვებს თუ თქვენი ტესტის პასუხი კოვიდ-19-ზე დადებითია.
“ის ღონისძიებები რასაც აქამდე ვატარებდით, უნდა გავაგრძელოთ”,_ ამბობს ფაუჩი.
ინფორმაციისთვის, ომიკრონის პირველი შემთხვევა სამხრეთ აფრიკაში 24 ნოემბერს დაფიქსირდა. მას შემდეგ ვირუსი 20 ქვეყანაში გამოვლინდა.