რაბათი – ისტორიული ციხე საქართველოში, ქალაქ ახალციხეში, რომელიც მდინარე ფოცხოვის ნაპირზე, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარეობს, საუკუნეების წინ ძველი სამცხის მთავარ ქალაქს და სამცხის ათაბაგთა რეზიდენციას წარმოადგენდა.
ციხის ისტორია IX საუკუნიდან იწყება. XII–XIII საუკუნეებში ციხე ჯაყელების რეზიდენციად იქცა. სწორედ ამ დროს ციხე აღადგინეს და გააფართოვეს. ამავე დროიდან ჩნდება ტოპონიმი „ახალციხე“.
7 ჰექტარ ფართობზე მდებარე ახალციხის ციხეს, რომელიც ორ ნაწილად – ზედა და ქვედა ციხეებადაა დაყოფილი, დამთვალიერებლები დილიდან სტუმრობენ. ქვედა ციხის მონახულება უფასოა, ზედა ციხის დათვალიერება კი 2012 წლიდან ფასიანია.
ულამაზესი ციხე-ქალაქის დათვალიერებისას, თავისუფლად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ საქართველოს ისტორიის უძველეს პერიოდში მოგზაურობთ. ლაბირინთებით, ციხე-კოშკებით, ეკლესიებით, მეჩეთითა და სხვა ღირსშესანიშნაობით სავსე ციხე მნახველებს ნამდვილად არ უჩივის.
ციხის ზედა ნაწილში ძირითადად ისტორიული ნაგებობებია განთავსებული: სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი, რომელიც ჯაყელების საგვარეულო სასახლეშია; ასევე, მეჩეთი, მედრესე, მე-9 საუკუნის მართლმადიდებლური ტაძარი, სინაგოგა, კათოლიკური ეკლესია, ფაშას მოსასვენებელი, ციტადელი, დილეგები და ამფითეატრი.
ქვედა ციხე კი, უმეტესად მომსახურების ობიექტებს უკავია _ სასტუმრო, რესტორანი, ორი კაფე-ბარი, ქორწინების სახლი, ღვინის მარანი და მაღაზიები. აქვეა საინფორმაციო ცენტრი ტურისტებისთვის და ადმინისტრაციის შენობა.
ახმედიეს მეჩეთი, რომელის ციხის შუაგულში ყველაზე გამორჩეული ნაგებობაა, გამუსლიმებულ ატაბაგთა შთამომავალს, ახმედ-ფაშა ჯაყელს 1752 წელს აუშენებია.
ახმედ ფაშა ჯაყელმა მეჩეთი იტალიელ არქიტექტორს აასენებინა, თუმცა მის აგებასთან დაკავბშირებიტ რამდენიმე ლეგენდაა შემორჩენილი. ერთ-ეერთის თანახმად, ის ქართველმა არქიტექტორმა სტამბოლში მდგარ წმინდა სოფიას ტაძარს მიამსგავსა, ფაშა ჩანაფიქრს მიუხვდა და სიცოცხლეს გამოასალმა.
მოგვიანებით, მე-19 საუკუნის 20-იანი წლებიდან, როდესაც ქართველთა და რუსთა გაერთიანებულმა ლაშქარმა, გენერალ პასკევიჩის მეთაურობით ციხე აიღო, მეჩეთს საკურთხეველი მიაშენეს და ეკლესიად გადააკეთეს. ძველქართული დამწერლობით და მართლმადიდებლური ჯვრებით შემკული ძეგლები მეჩეთში ახლაც დგას, რაც დამთავლიერებლებში გაოცებას იწვევს. 1829 წლის სექტემბერში, ადრიანოპოლის ზავით, თურქეთმა რუსეთს ახალხიცის საფაშოს ნაწილი დაუბრუნდა და ახალციხე კვლავ საქართველოს შემოუერთდა.
რუსეთის მმართველობის პერიოდში რაბათში აღდგა წმინდა მარინეს მართლმადიდებლური ეკლესიაც.
ციხის ამ და სხვა საინტერესო ისტორიებს გიდები დამთავლიერებლებს დაუღალავად, დღეში რამდენჯერმე უყვებიან. ციხის დათვალიერება ფასიანია და ღირებულება 2 ლარიდან 6 ლარამდე მერყეობს. მაგალითად, მოსწავლეებს ციხის ტერიტორიაზე შესვლა 2 ლარი, სტუდენტებს – 3 ლარი, ხოლო სხვა ყველა სტუმარს 6 ლარი დაგიჯდებათ.
გამოყენებულია ვიკიპედიის მასალები