ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში სოფლის კრება მიმდინარეობს. ისინი აპროტესტებენ მდინარე სუფსიდან ინერტული მასალის მოპოვებას. ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ ახალი კომპანია, ორ ადგილას არაკანონიერად აპირებს კარიერის ამუშავებას.
„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ განადგურდეს საყანე ფართობები და მდინარის კალაპოტი, გზები გაფუჭდეს. აღარ ვიცით, რა უნდა ვქნათ?! ყველას ვთხოვთ დახმარებას და ყურადღების მოქცევას“,_ აღნიშნეს სოფლის კრებაზე ადგილობრივებმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ოპოზიციონერმა თორნიკე გოგუაძემ ჩვენთან საუბრის აღნიშნა, რომ ინერტული მასალის მოპოვებას კომპანია „სამი ძმა“ აპირებს.
„კარიერის გახსნაზე არის საუბარი, მაგრამ მოსახლეობა ამას ეწინააღმდეგება. ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე შეხვდნენ ამასწინათ ხალხს. დღევანდელ შეხვედრას კი არ ესწრებიან „სამი ძმის“ წარმომადგენლები. რატომ, არ მოვიდნენ ხალხთან შესახვედრად? რადგან ისინი, არ მოვიდნენ, არც ხალხი აპირებს მათთან შეხვედრას. ძალიან ბევრი რამე არის გაურკვეველი და ჩვენს კითხვებზე პასუხები გასაცემი არის.
ასევე კარიერის მოსაპოვებლად ხიდიდან უნდა მოხდეს მანქანების შესვლა. გვითხრეს, რომ ახალი ხიდის მშენებლობა მოხდებოდა, მაგრამ შეხვედრაზე ითქვა, რომ მსგავსი დოკუმენტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში არ არსებობს“,_ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს თორნიკე გოგუაძემ.