ოზურგეთის “არწივებმა”, რომელიც პირველ ლიგაში ასპარეზობს და დიდ 10-ში აღზევებისათვის იბრძვის, ორი სამხრეთ აფრიკელი მორაგბე დაიმატა. 21 წლის ჯაბულანი მუკულვანი და 22 წლის ჯასტინ ნაუდე ხაზის მოთამაშეები არიან.
ორივე მათგანი იოჰანესბურგიდან იანვრის შუა რიცხვებში ჩამოფრინდა და კლუბთან ერთად სეზონის ბოლომდე იასპარეზებენ, კიდევ ერთი წლით დარჩენის პერსპექტივით.
გურულები 13 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მესამე საფეხურზე იმყოფებიან 42 ქულით. პირველ ადგილზე მყოფ თბილისის “არმიას” 52 ქულა აქვს, თბილისის „ხვამლს“ კი _ 46. თუმცა, „არწივებს“ ორი მატჩით ნაკლები აქვს გამართული.
XIV ტურში გურულები გასვლაზე პატარძეულის „ვეფხვებს“ დაუპირისპირდებიან. მატჩის ჩატარების სავარაუდო თარიღი 4-6 თებერვალია.