რაგბის კავშირის პრეზიდენტი გადადგა. მას ოფიციალურ კომენტარი გადადგომის შესახებ ამ დრომდე არ გაუკეთებია.
როგორც რაგბის კავშირში ამბობენ, უახლოეს დღეებში გამგეობის სხდომა გაიმართება, რომელიც სწორედ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს.
რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი, ბაჩო ხურციძე ამბობს, რომ გოჩა სვანიძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ეს რაგბში არსებულ დაძაბულობას გარკვეულწილად განმუხტავს.
რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, ირაკლი აბუსერიძე „რუსთავი2“-თან საუბარში ამბობს, რომ თუ ის იქნებოდა სვანიძის ადგილას, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ცოტა ადრე მიიღებდა.