საქართველოს რაგბის კავშირის არჩევნები, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. საარჩევნო ყრილობაზე აუცილებელ დელეგატთა რაოდენობა არ გამოცხადდა, შესაბამისად კვორუმი არ შედგა. აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს დილით ერთ-ერთმა კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ, საგანგებო განცხადება გააკეთა, საიდანაც გაირკვა რომ ის არ აპირებდა არჩევნებზე დასწრებას.
დახურულ ყრილობაზე დელეგატები და პრეზიდენტობის ორი კანდიდატი, ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე არჩევნების გადადებაზე მსჯელობდნენ, თუმცა ირაკლი აბუსერიძემ ყრილობა პროტესტის ნიშნად მალევე დატოვა. არჩევნებს ბოიკოტი რამდენიმე კლუბმაც გამოუცხადა.
იმასაც გეტყვით, რომ თავდაპირველად არჩევნები 30 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ბაჩო ხურციძის და ირაკლი აბუსერიძის მოთხოვნით, 24 თებერვლისთვის გადაიდო. ერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები.