გუშინ სამხრეთაფრიკულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან გასამართ სამ მატჩიან ტურნემდე, შინ საქართველოს ნაკრებს ორჯერ ეთამაშება.
აღნიშნული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს რაგბის კავშირმა. “სპრინგბოკსი” საქართველოს ნაკრებს 3 და 10 ივლისს უმასპინძლებს. ამ გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ შარშანაც უნდა ეთამაშათ, თუმცა 2020 წლის ტესტები პანდემიის გამო გაუქმდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ უთამაშიათ. 2003 წლის მსოფლიო თასზე “სპრინგბოკსმა” 46:19 იმარჯვა, “ბორჯღალოსნებიდან” ერთადერთი ლელო კი დავით დადუნაშვილმა გაიტანა.
სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე, საქართველოს ნაკრები 26 ივნისს რაგბი ევროპის V ტურის შეხვედრაში ან ბელგიას ან ნიდერლანდებს შეხვდება, ამ ორი ნაკრებს შორის გამარჯვებული 29 მაისს გაირკვევა.
ხოლო, სამხრეთ აფრიკული ტურნეს შემდეგ, 17 ივლისს შოტლანდიის ნაკრებს სააქართველოში დავუხვდებით.
წყარო: myrugby.ge
ფოტო: facebook.com/RugbyXV