საქართველოს 15-ქალა ეროვნული ნაკრები, ხვალ ხორვატიაში მასპინძელთა გუნდთან რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონის მეორე თამაშის გამართავს.
საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ ოზურგეთელი ნინო მელუა და ლანჩხუთელი ნინო მეფარიშვილი. ორივე გუნდთან ერთად უკვე ხორვატიაში არიან და თამაშისთვის ემზადებიან.
გოგოებმა ისტორიაში პირველი ოფიციალური თამაში შარშან ნოემბერში გამართეს და რუმინეთს სტუმრად დიდი ანგარიშით, 43:0 სძლიეს. ამან გააჩინა იმედი, რომ ჩვენი 15-ქალა კონფერენც დივიზიონის ეტაპს მალე გაივლის და მეორე დივიზიონში, ალაფაზე აღზევდება.
ნინო მეფარიშვილმა და ნინო მელუა ხორვატიiდან მატჩის წინა მოლოდინები გაგვიზიარეს:
ნინო მეფარიშვილი: ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ყოფნა დიდი პასუხისმგებლობა და ყოველთვის საამაყოა. განსაკუთრებული სასიხარულოა, რომ გურიიდან ორი მოთამაშე ვითამაშებთ ამ მატჩზე. ჩვენი მიზანი გამარჯვებაა და მჯერა, რომ ერთიანობითა და შრომით ამას შევძლებთ.
მატჩისთვის აქტიურად ვემზადებოდით და კარგად გვესმის თამაშის მნიშვნელობა. დარწმუნებული ვარ, გუნდი ბოლომდე იბრძოლებს და ყველაფერს გავაკეთებთ სასურველი შედეგის მისაღწევად.
ნინო მელუა: ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ამავდროულად დიდი მოტივაცია. ვაცნობიერებთ, რომ წინ რთული და დაძაბული შეხვედრა გველოდება, თუმცა გუნდი სრულ მზადყოფნაშია. თითოეული ჩვენგანი მზად არის მაქსიმალურად დაიხარჯოს, ბოლომდე იბრძოლოს და ღირსეულად წარმოადგინოს საქართველო. ჩვენი მთავარი მიზანი გამარჯვებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. გვჯერა, რომ ჩვენი შრომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
„გურია ნიუსი“ გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს საქართველოს ნაკრებას.

























































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)










