მიმდინარე წლის III კვარტლის მონაცემებით, მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა 74 პირს ამოეწურა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულები სულ 82433 პირს დააკლდა, 74-ს კი სრულად ამოეწურა.
ამასთან, 100 ქულა უკლებლივ შეინარჩუნა 1 220 946-მა პირმა.
ინფორმაციისთვის, მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა 2017 წლის ივლისიდან ამოქმედდა. მართვის მოწმობას ყოველი წლის 1-ელ იანვარს 100 ქულა ენიჭება და წლის განმავლობაში სამართალდარღვევებზე შესაბამისი ქულები აკლდება.
ქულების განულების შემთხვევაში, მძღოლს მართვის უფლება უწყდება, გამოცდას აბარებს ან ელოდება 12 თვის გასვლას.