მეორე დღეა რაც გურიის სოფლებში მცხოვრებლების ვაქცინაცია დაიწყო.
ლანჩხუთში კორონავირუსზე აცრები 13 აგვისტოს ნიგოითში, აკეთსა და აცანაში გახორციელდა.
ლანჩხუთის საზოგოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა “გურია ნიუსს” განუცხადა, რომ აღნიშნულ სოფლებში, ჯამში 100 ადამიანი აიცრა. დღეს კი კორონავირუსზე ჯურუყვეთის მცხოვრებლები აცრეს.
რაც შეეხება ჩოხატაურს, მოსახლეობის იმუნიზაცია ერკეთის, შუა სურების და ზემო სურების სოფლისდ ამბულატორიებში გახორციელდა.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნატო ჯიბუტის თქმით, კორონავირუსზე აცრა 31-მა ადამიანმა გაიკეთა.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში “გურია ნიუსს” განუცხადეს, რომ სოფლებში მოსახლეობის ასაცრელად გასვლები იგეგმება.
ცნობისთვის, სოფლის ამბულატორიებში მოსახლეობის აცრის გახორციელება ვაქცინაციის პროცესის გამარტივებას ისახავს მიზნად. ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ იმ პირებს, ვისაც კლინიკამდე მისვლის საშუალება არ აქვს.
კორონავირუსზე ვაქცინის გაკეთება ასევე შესაძლებელია კლინიკებში.
[sexy_author_bio]