საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსზე აცრილია 8536 მედიცინის მუშაკი და 65 წელს ზემოთ მოქალაქე. ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის ინფორმაციით, აცრილი ადამიანებიდან 6780 ადამიანი „ასტრაზენკათი“ აიცრა, 1756 კი ფაიზერის ვაქცინით.
ცნობისთვის, საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.