ავარიის შედეგად გურიაში 2023 წელს 93 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გურიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 117 კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, გასულ წელს, 5 594 ავარია მოხდა, რის შედეგადაც 442 ადამიანი დაიღუპა, 7 310 კი დაშავდა.